შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებების დროს 2 მოქალაქე დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ნინოშვილის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებას ატარებდნენ, რა დროსაც ორი მოქალაქე, არ დაემორჩილა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ მათ საგამოძიებო მოქმედების თავიდან არიდების მიზნით სცადეს გაქცევა, პოლიციის ორ თანამშრომელს ავტომობილით შეეჯახნენ და მიაყენეს დაზიანებები. რა დროსაც პოლიციამ განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა. სამართალდამცველების მიერ დაკავებულია ორი პირი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს.