შსს-ს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული იორდანიის მოქალაქე ს.ა. დააკავეს.
„საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებული წინასწარი შეცნობით, სისტემატურად ახორციელებდა გარყვნილ ქმედებას საკუთარი არასრულწლოვანი ქალიშვილების მიმართ. გარდა ამისა, დგინდება, რომ დანაშაულში ბრალდებული პირი შვილებზე ფიზიკურადაც ძალადობდა. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულის შესახებ არასრულწლოვანები მოუყვებოდნენ სხვა პირებს, ბრალდებული სამივე შვილს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 11 პრიმა 141-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 12 წლამდე ვადით ითვალისწინებს.