შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ პანკისში მომხდარი მკვლელობის საქმე გახსნილია. უწყების განცხადებით, დაკავებულია 2 პირი: 1998 წელს დაბადებული ა.ქ. და 1990 წელს დაბადებული რ.ხ.
„ამ ეტაპზე, საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლების კვალიფიკაციით, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს“, – აცხადებს შსს.