შსს: პოლიციამ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირი – 1963 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს.

გ. კ. 2004 წელს,  თბილისში, ორი პირის მიმართ  დამამძიმებელ გარემოებაში   ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის იძებნებოდა.

უწყების ინფორმაციით, გ.კ. სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის ,,დარიალი”  ტერიტორიაზე  იმ დროს დააკავეს, როდესაც ის  სხვა გვარის გამოყენებით  საქართველოს სახელწიფო საზღვრის გადმოკვეთას ცდილობდა.

შსს-ს ცნობით, დაკავებული გ. კ. გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.