შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის
რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1990 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 იანვარს, სიღნაღის
მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1989 წელს დაბადებულ გ.ლ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა, ამის შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
შსს-ს განცხადებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.