შსს-ს ინფორმაციით, ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, დაკავებული 1974 წელს დაბადებული გ.ჯ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია.
ბრალდება მას სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა და 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 აგვისტო, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1964 წელს დაბადებულ ა.ბ-ს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ა.ბ ადგილზე გარდაიცვალა”, – წერია შსს-ს განცხადებაში.