შსს: რუსთავში, 21 წლის ცოლის და სიდედრის მკვლელობის ბრალდებით 27 წლის კაცი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში, ოჯახის ორი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1997 წელს დაბადებული გ.ფ დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, მეუღლე – 2003 წელს დაბადებული მ.ს. და მეუღლის დედა – 1976 წელს დაბადებულ ი.ბ. თოფიდან გასროლით მოკლა.

სამართალდამცველებმა გ.ფ. ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო”,  – ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახის ორი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.