შსს: რუსთავში ორი ქალი მოკლეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ქალი მოკლეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლი და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. „პუბლიკისთვის” ცნობილია, რომ სამართალდამცველებმა მამაკაცი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას” განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში.