შსს-ს ცნობით, „ალტ-ინფოს" აქციაზე 26 პირი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, „ალტ-ინფოს” აქციაზე 26 პირი დააკავეს, – ამის შესახებ „პუბლიკას” უწყებაში განუცხადეს.

მათი თქმით, ისინი დაკავებულები არიან ადმინისტრაციული წესით. მათ პოლიცია წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

რამდენიმე ხნით ადრე „ალტ-ინფომ” გაავრცელა ცნობა, რომ დაკავებულები არიან პარტიის ლიდერები ზურაბ მახარაძე და ირაკლი მარტინენკო.

ჰომოფობიური და ძალადობრივი პარტიის წევრები და მხარდამჭერები „თბილისი პრაიდის“ მუსიკალური ფესტივალის საწინააღმდეგოდ იყვნენ შეკრებილნი.