შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო ორ დღეში ადმინისტრაციული წესით 14 ადამიანი დააკავა.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის განცხადებით, დაკავებულთაგან ერთ-ერთი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში იძულებით მკურნალობას გაივლის.
დაკავებულთა შორის არიან ის პირები, რომლებსაც სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა უკვე შეუფარდა, ნაწილის საქმეებზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
- ქ.ც – ქეთა ციცქიშვილი
- ნ.ბ – ნინო ბერუაშვილი
- ს.ჯ – საბა ჯაფარიძე
- თ.თ – თამარ თოთლაძე
- ბ.ქ – ბექა ქურხული
- თ.ს – თემო სარალიძე
- ა.გ
- დ.ა
- უ.გ
- დ.ე
- ი.კ – იმედა კლდიაშვილი
- კ.მ – კონსტანტინე მიქაია
- ბ.კ – ბაჩო (ბორის) კუცია
„მოქალაქეები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან, სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად კეტავენ გზის სავალ ნაწილს და აფერხებენ ტრანსპორტის მოძრაობას. ასევე დემონსტრანტების ნაწილს შენიღბული აქვს სახე რაც, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.
შსს-ს მიხედვით, ბოლო 3 დღის განმავლობაში გამოვლენილ იქნა კანონდარღვევის 53 ფაქტი, აქედან სამართალდამრღვევია 42 პირი, რომელთაგან ნაწილი უკვე დაკავებულია, ხოლო დანარჩენი პირების მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება და უახლოეს დღეებში მოხდება მათი საქმეების სასამართლოში ადმინისტრაციული წესით განხილვა.
წინა კვირას ადმინისტრაციულ კოდექსში შესული ცვლილებით, აქციაზე სახის დაფარვა და გზის ხელოვნურად გადაკეტვა უალტერნატივოდ 15 დღემდე პატიმრობით ისჯება. ამ სამართალდარღვევის ხელმეორედ ჩადენა სისხლის სამართლის დანაშაულია და 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.