შსს-ს ცნობით, დააკავეს ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით ძებნილი

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი პირი.

უწყების ცნობით, დაკავებული ოჯახში ჩადენილი ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ არაერთგზის მუქარის ბრალდებით იძებნებოდა.

ბრალდებულს პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.

ის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.