შსს-ს ცნობით, დააკავეს ორსულ ქალზე ძალადობითვის ძებნილი

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ორსულ ქალზე ძალადობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული  კაცი დააკავეს. შსს-სვე ცნობით, კაცი ძებნილი იყო.

გამოძიების ვერსიით, „მსჯავრდებული 2025 წლის 6 დეკემბერს, ორსულ მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.“

„სამართალდამცველებმა, მსჯავრდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე მარნეულში დააკავეს.

რ.მ. ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული“, – აცხადებს უწყება.