შსს-ს ცნობით, დღევანდელ აქციაზე ადმინისტრაციული წესით 4 პირი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრის ცნობით, 28 მარტს აქციაზე 4 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით.

დაკავებული პირებიდან 2 პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისადაა დაკავებული, ერთი პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის 173-ე მუხლით, ხოლო კიდევ ერთი პირი დაკავებულია 173-ე და 174-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და გზის გადაკეტვას გულისხმობს.

თამარ კურატიშვილმა და ლილუ შაველაშვილმა იზოლატორი ხელწერილის საფუძველზე დატოვეს.

დიღმის სამმართველოში რჩება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ელენე ხოშტარია, ხოლო კიდევ ერთი დაკავებული კაცის ადგილსამყოფელი „პუბლიკისთვის“ უცნობია.