შსს-ს ცნობით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში  განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ავალიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე,ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1975 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მათივე ცნობით, ბრალდებული სამეგრელოში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.