შსს-ს ცნობით, სამუშაო ოთახში გარდაცვლილი იპოვეს დაცვის პოლიციის თანამშრომელი

პუბლიკა

შსს-ს ინფორმაციით, რაბათის ციხეში, სამუშაო ოთახში, დაცვის პოლიციის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს.

სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის, 1985 წელს დაბადებული, თ.ო.-ს გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს.

მიმდინარე წლის 9 თებერვალს, რაბათის ციხეში არსებულ დაცვის პოლიციისათვის განკუთვნილ სამუშაო ოთახში, თ.ო. გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით მან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თვითდაზიანება მიიყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსს 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, საქმესთან დაკავშირებით კი გამოძიებას საქართველოს პროკურატურა აწარმოებს.,