შსს-ს ცნობით, თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავეს.

„დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, გასაღების მომზადებისა და მცდელობის ფაქტებზე დაკავებული არიან: 1996 წელს დაბადებული მ.კ., უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2007 წელს დაბადებული კ.რ. , 1990 წელს დაბადებული მ.ბ., წარსულში ნასამართლევები: 1984 წელს დაბადებული ზ.ა., 1995 წელს დაბადებული ლ.ნ. და 1994 წელს დაბადებული გ.კ.” – წერია შსს-ს განცხადებაში.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს მიხედვით, სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19- 260-ე, 18-260-ე, 273-ე პრიმა, 19- 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.