ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად შსს-ს ერთიანი მომსახურების ცენტრი მოქალაქეთა დისტანციურ მომსახურებაზე გადადის.
შსს-ს ცნობით, 16 მარტიდან ერთიანი მომსახურების ცენტრებში (თბილისი, რუსთავი) არსებული 50-მდე სერვისით სარგებლობას მოქალაქეები შეძლებენ სატელეფონო ცენტრთან 241 42 42 დაკავშირებით და ასევე ელექტრონული ვებ გვერდის police.ge მეშვეობით.
საპატრულო პოლიციის ჯარიმებთან დაკავშირებული დისტანციური სერვისები:
• ჯარიმებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გადამოწმება-მიღება
• ადმინისტრაციული ჯარიმების გასაჩივრება
• ქვითრის გადაუხდელობის გამო მართვის უფლების შეჩერების ჯარიმით შეცვლა
• ალკოჰოლური სიმთვრალის საფუძველზე მართვის უფლების შეჩერების ჯარიმით შეცვლა
• ჯარიმაზე ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება
• გადახდილი ჯარიმის სტატუსის შეცვლა
• ბაზაში კორექტირების შეტანა (ქვითრის დინების ვადის შეჩერება და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო წარმოების შეწყვეტა)
• ცნობების მიღება
• მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება
საპატრულო პოლიციის ნებართვებთან დაკავშირებული დისტანციური სერვისები:
• არა გაბარიტული/ზენორმატიული სატრანსპორტო საშუალების მოძრაობაზე ნებართვის მიღება
• გზებზე სამუშაოს წარმოებაზე ნებართვის მიღება
• სპეცტექნიკის განთავსებაზე ნებართვის მიღება
• გათხრით სამუშაოებზე ნებართვის მიღება
• სამშენებლო დამცავი ღობის მოწყობაზე ნებართვის მიღება
• სპეციალური სიგნალების დაყენება/გამოყენებაზე ნებართვის მიღება
• სადაზღვევო კომპანიებზე საქმისწარმოების მასალის მიღება
• რეაგირების ოქმის მიღება
• საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის საქმისწარმოების მასალის მიღება
• ვიდეო ჩანაწერის მიღება
• საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ჯარიმების სტატუსის შესამოწმებლად და ჯარიმის გადასახდელად შეგიძლიათ ეწვიოთ police.ge -ს.