შსს-ს განცხადებით, აქციაზე ადმინისტრაციული წესით 6 პირი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარედ ადმინისტრაციული წესით 6 პირი დააკავეს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი არ იკავებდნენ გზის სავალ ნაწილს და გაურკვეველია რატომ დაიწყო პოლიციამ დემონსტრანტების დაკავება. ადგილზე იყო დაპირისპირება. ადგილზე მყოფმა პოლიციელებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ აქციის მონაწილეები პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებდნენ.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, 14:14 საათზე შსს-ს თანამშრომლებმა ძალადობრივი მეთოდებით დააკავეს მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, მათ შორის ქალები.

„დაკავების პროცესს თან ისეთი ქმედებები, როგორიცაა თმების მოქაჩვა და ადამიანის მიწაზე თრევა. ამგვარი ქმედებები არღვევს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, არ შეესაბამება სამართლებრივ ნორმებსა და არის იმ რეპრესიების გაგრძელება, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობს“, – აცხადებს ორგანიზაცია.