შსს-ს განმარტებით, კადრები გდდ-ის ბაზაზეა გადაღებული, სადაც თანამშრომლები ყოველ დღე გადაადგილდებიან

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ მედიაში გავრცელებული კადრები განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზეა გადაღებული, სადაც თანამშრომლების გადაადგილება ყველა დღე ხდება და ეს კავშირში არ არის ნიკა მელიას სასამართლო პროცესთან.

რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა კადრები, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ახლოს, ბაზაზეა გადაღებული. კადრში ჩანს ყვითელი ავტობუსები, რომელთაც, სავარაუდოდ, სამართალდამცველები გადაადგილებისთვის იყენებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციის წევრები და ნიკა მელიას მხარდამჭერები არიან შეკრებილები. ისინი ერთად ელოდებიან საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

სასამართლო რამდენიმე საათია, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხს განიხილავს.