სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლიდან ძებნილი, 1984 წელს დაბადებული ბ.ს. დააკავეს – ამის შესახებ განცახდებას შსს ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბ.ს. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს. მსჯავრდებული ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენის საფუძველზე იძებნებოდა და მას დაუსწრებლად თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული. დაკავებული კი ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.