შსს-ს ინფორმაციით ზურაბ ზვიადაურმა ძმის მკვლელს ესროლა

პუბლიკა

როგორც უკვე ცნობილია, გუშინ კახეთში, სოფელ წინანდალთან შეიარაღებული დაპირიპირებისას სამი პირი დაიღუპა, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმაა.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ამ საქმეზე თავად ზურაბ ზვიადაური დააკავეს.

შსს-ს გავრცელებული ინფორმაციით, მან ცეცხლსასროლი იარაღიდან ძმის მკვლელს ესროლა.

„ვ.ც.-მ  ცეცხლი გახსნა.   ნ.კ.-ის მხრიდან საპასუხო სროლა მოჰყვა. ნ.კ.-ის მიერ გასროლის  შედეგად, ზ.ზ. (ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური) და ვ.ც. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა ბრალდებულის სახით დაკავებულმა ზ.ზ.-მაც, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა 1994 წელს დაბადებული ნ.კ”. – ვკითხულობთ პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.