შსს-სთან აქციაზე 10 აქტივისტი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმიდინარე აქციაზე 20-მდე აქტივისტი დააკავეს. ამის შესახებ შსს-ში განგვიცხადეს. მათ თქმით, მოქალაქეები ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით არიან დაკავებულნი, რაც დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

აქციის წევრები გიორგი მუმლაძის დაკავებას აპროტესტებდნენ.

აქტივისტი გიორგი მუმლაძე პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 აპრილს, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე, გ.მ.-მ პოლიციის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“, – აცხადებს უწყება.