შსს-სთან ჟურნალისტების საპროტესტო აქცია დაიწყო

პუბლიკა

ჟურნალისტები და სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბნენ. ისინი სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციაზე მივიდნენ პოლიტიკოსები და აქტივისტები. ისინი ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებენ.

ჟურნალისტებს გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავს ფოტოები აქვთ მიტანილი. ისინი ამბობენ, რომ ისინი არ შეწყვეტენ პროტესტს საბან პრემიერ – მინისტრი იარკლი ღარიბაშვილი არ გადადგება და ძალადობაში მონაწილე ყველა პირი არ დაისჯება.


5 ივლისს Tbilisi Pride-ის ორგანიზებული „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიური, მოძალადე ჯგუფები შეიკრიბნენ. ისინი თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, რის შედეგადაც დაშავდა 53 მათგანი. რამდენიმეს დასჭირდა ოპერაციული ჩარევა.

მათ შორის იყო „TV პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და მოითხოვენ პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე დაწყებულია გამოძიება, ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის შედეგიც რამდენიმე ხანში გახდება ცნობილი. 5 ივლისს ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით ამ ეტაპზე დაკავებულია 5 პირი.