შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ქმარმა ცოლს ბლაგვი საგნის გამოყენებით სცემა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეუღლეს ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა, დაშავებული ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.