შთამბეჭდავი ცინიზმია, რაც მოხდა - უკრაინის ომბუდსმენი სააკაშვილის გადაყვანაზე

პუბლიკა

უკრაინის ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილის გორის პოსპიტალიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის ფაქტს ეხმაურება.

„აღშფოთებულები ვართ უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხის დაწესებულებაში გადაყვანის ფაქტით. შთამბეჭდავი ცინიზმია, რაც მოხდა. ცუდად მყოფი მიხეილი ნების საწინააღმდეგოდ ადვოკატების გაფრთხილების გარეშე ღამით გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და შეშფოთებას იწვევს: სამი ჰიპერტონული კრიზისის შემდეგ თავს უკიდურესად მძიმედ გრძნობს, რამდენიმე დღით ადრე საწოლიდან ვერ ადგა. მას არ დაუნიშნეს ახალი ექიმი, ხოლო მკურნალობის სტრატეგიის შესახებ გადაწყვეტილება დამტკიცებული იყო სხვადასხვა პროფილის ექიმების მიერ“, – წერს დენისოვა [„ინტერპრესნიუსის“ თარგმანი]

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც ადასტურებს, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.