სოფელ შუქრუთი მცხოვრებლებმა ჭორვილაში საპროტესო აქცია გამართეს. ისინი უწყვეტ პროტესტს 165 დღეა მიმართავენ და „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობას აპროტესტებენ, რომლის შედეგადაც, მათი თქმით შედეგად სოფელში ინგრევა სახლები, ზიანდება ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები.
ჭორვილაში ჩასულ შუქრუთელებს ადგილზე მობილიზებული ხალხი დახვდა, რომელთა ნაწილი ამბობდა, რომ შუქრუთელების აქცია საჭირო არ იყო, ნაწილი კი აგრესიულობით გამოირჩეოდა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ოპერატორებს.
ისინი ამბობდნენ, რომ ადგილობრივები იყვნენ, თუმცა დროდადრო პოლიციელებსაც აძლევდნენ შენიშვნებს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა ეკონტროლებინათ აქცია.
ამ დროისთვის პროტესტის მონაწილეები შუქრუთში დაბრუნდნენ.