ჭიათურიაში მერიის შენობის წინ სოფელ შუქრუთის მოსახლეობამ დღეს კიდევ ერთი აქცია გამართა. ისინი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ კომპენსაციებს მოითხოვენ. საპროტესტო რეჟიმზე კი უკვე რამდენიმე კვირაა რაც გადავიდნენ.
მათი თქმით, „ჯორჯიან მანგანეზის“ მადნის მოპოვებითი 24-საათიანი სამუშაო საქმიანობა საგრძნობ ზიანს აყენებს გარემოს და მათ საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლებს. მათივე თქმით, სოფელში, სადაც 280 ოჯახი ცხოვრობს თითქმის ყველა საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია. დაბზარულია საძირკველი, კედლები, იატაკი. რამდენიმე სახლი სრულად დაინგრა. ალაგ-ალაგ ჩავარდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები; საფრთხე შეექმნა საფლავებსაც.
მოსახლეობა ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ყურადღებასა და მედიატორის როლის შესრულებას მოითხოვს.