შვედეთის კინოდაჯილდოებაზე The Guldbagge Awards-ზე ლევან აკინის ფილმმა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ საუკეთესო ფილმის პრიზი მოიპოვა. გარდა ამისა, მსახიობმა, ლევან გელბახიანმა საუკეთესო კაცის როლის ნომინაციაში გაიმარჯვა.
ფილმმა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთის კინოდაჯილდოებაზე კიდევ ორი პრიზი მოიპოვა. ლევან აკინის კინოს პრიზი საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო ფოტოსთვისაც გადაეცა.
The Guldbagge Awards შვედეთის მთავარი კინოდაჯილდოებაა, რომელსაც შვედეთის ფილმის ინსტიტუტი 1964 წლიდან ატარებს. 2020 წლის 20 იანვარს გამართული ცერემონია ამ კინოდაჯილდოებისთვის 55-ე იყო.
„და ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორ ლევან აკინის ფილმია. ფილმი ქართული ხალხური ანსამბლის ორი მოცეკვავის ისტორიასა და სიყვარულზე მოგვითხრობს. პრემიერა კანის კინოფესტივალის დამოუკიდებელ სექციაში გაიმართა. ფილმმა უკვე არაერთი ჯილდო მოიპოვა სხვადასხვა ფესტივალზე. ლევან გელბახიანი კი ევროპული კინემატოგრაფიული ჯილდოს ნომინანტია.