შვედეთის საელჩოსთან IDFI-ის დირექტორსა და „ფორმულას" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

პუბლიკა

შვედეთის საელჩოსთან ფორმულას გადამღებ ჯგუფსა და IDFI-ის დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს თავს დაესხნენ.

გიორგი კლდიაშვილი მედიასთან კომენტარს აკეთებდა. სწორედ ამ დროს უცნობმა პირმა მას და ფორმულას ოპერატორს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

თავდამსხმელი მანქანით იყო. მას ხელში მინის ბოთლი ეჭირა და ჟურნალისტებს აგინებდა.