შვედეთმა და ფინეთმა პარასკევს საჰაერო სივრცე ჩაუკეტეს რუსულ თვითმფრინავს, რომლითაც რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი მგზავრობდა დუმის დეპუტატებთან ერთად. ინფორმაციას რუსეთის პროსახელისუფლებო მედია tass ავრცელებს.
მათი თქმით, რუსეთის დელეგაცია კუბასა და ნიკარაგუაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, რომელიც 23-24 თებერვალს შედგა. დელეგაცია რუსეთში ბრუნდებოდა. თვითმფრინავი ვნუკოვოს აეროპორტში 25 თებერვალს მოსკოვის დროით 17:30 საათზე უნდა ჩასულიყო, მაგრამ მოსკოვის დროით 18:14 საათზე დაეშვა. გამოცემის ცნობით, ფრენისას თვითმფრინავმა რამდენჯერმე შეიცვალა კურსი.