შვეიცარიის მთავრობა საქართველოში პროფესიული სასწავლებლების დასახმარებლად დამატებით 400 000 დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიის საელჩო აქვეყნებს.
„ამ დახმარების ფარგლებში მოხდება ფერმერების გადამზადება, ტექნიკური ბაზის განახლება და სტუდენტების ორმაგი რაოდენობის მისაღებად სასწავლებლების მოწყობა”, – წერია განცხადებაში.
პროფესიული სასწავლებლებისთვის გამოყოფილი დახმარება გამიზნულია პანდემიის პოსტკრიზისულ პერიოდში არსებულ გამოწვევებთან გამკლავებისთივს.