შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით ბაბუა დააკავეს | მიმდინარეობს გამოძიება

პუბლიკა

შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით სამართალდამცავებმა ბაბუა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ დაუდასტურეს, რომ არასრულწლოვანის მიმართ გაუპატიურების ბრალდებით მისივე ოჯახის წევრი დააკავეს. სხვა დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურებას გულისხმობს.