„მიხეილ სააკაშვილი ასე კარგად თუ არის და შეუძლია სიარული, გასვლა, გარეთა პროცესებში მონაწილეობის მიღება, მაშინ კლინიკაში ხომ არ იქნებოდა?! ჩვენ, ექიმები, მივიჩნევთ, რომ ამ ეტაპზე ტრანსპორტირება გამართლებული არ იყო“,– ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ ხელმძღვანელმა ნინო ნადირაძემ განაცხადა.
„პარასკევს ნევროლოგის კონსულტაცია ჩატარდა, რომელმაც უარყოფითი დინამიკა აღნიშნა. შესაბამისი კვლევები დაინიშნა. დღეს და ხვალ ამ კვლევებს ჩავატარებთ. განისაზღვრება შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა. რაც შეეხება გადაყვანას, ჩვენ არცერთ შემთხვევაში და არცერთ ეტაპზე სასამართლოში წაყვანისა და ტრანსპორტირების ნებართვა არ გაგვიცია“,- განაცხადა ნადირაძემ.
დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომას ბრალდებული არ დასწრებია. მიზეზად მოსამართლემ განმარტა, რომ წარმოდგენილია ცნობა, რომლის მიხედვით, ექიმი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მის ტრანსპორტირებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.