სიძულვილის ენა პარტიების მიხედვით – MDF-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის მიგნებები

პუბლიკა

„მედიის განვითარების ფონდმა” წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან ანტიდასვლური და სიძულვილის ენის შემცველი გზავნილების, ასევე ყალბი ინფორმაციისა და კამპანიების მონიტორინგი ჩაატარა.

ანგარიში დღეს გამოქვეყნდა. მეთოდოლოგიის მიხედვით, დაკვირვება როგორც ტრადიციულ, ასევე სოციალურ მედიაზე მიმდინარეობდა, მათ შორის, რეგიონულ მედიებსა და პოლიტიკურ სუბიექტებთან დაკავშირებულ სოციალურ ანგარიშებზე.

ანგარიში ხუთი ნაწილისგან შედგება და მისი მეორე ნაწილი სიძულვილის ენას ეთმობა.

მონიტორინგის პერიოდში სულ სიძულვილის ენის შემცველი 140 კომენტარი გაკეთდა.აქედან ყველაზე დიდი წილი ქსენოფობიაზე [87] მოდის, რასაც ჰომოფობიური [47] კომენტარი თითქმის ნახევარჯერ ჩამორჩება, ხოლო ინდივიდუალური შუღლის გამღვივებელი განცხადებები ყველაზე მცირეა [6]

პოლიტიკოსების მხრიდან ყველაზე მეტი დისკრიმინაციული განცხადება “პატრიოტთა ალიანსის [75] წარმომადგენელმა გააკეთეს, რასაც მოსდევს “ქართული მარშის” [37] “თავისუფალი საქართველო”[7] “ქართული იდეა”[5} “ქართული ფესვები” [4} და ლელო [4] ლეიბორისტების და ქართული ოცნების შემთხვევაში 2-2 მაგალითი გამოიკვეთა.

 

ანგარიშში მოცემულია კონკრეტული მაგალითები:

დავით თარხან-მოურავი, „პატრიოტთა ალიანსი“: „ჩვენ წარმოვადგენთ ქართველ ხალხს და ხალხი უნდა დაირაზმოს და აუცილებლად მივიდეთ და ვიბრძოლოთ არჩევნებზე, რომ მორიგჯერ არ დაიჩაგროს საქართველო, თორემ ბოლოს გავწყდებით სუყველა ჩვენ და დარჩება ეს ქვეყანა გეირევოლუციონერებს.”

გიორგი მელაძე, „ლელო საქართველოსთვის“, შიდა ქართლი: „ლიბერალიზმს ამოფარებული ქართული იდენტობის, სულის, ტრადიციების მტრები არიან ადამიანები, ვინც შეფარულად ფულს აკეთებენ და თავზე გვახვევენ „თავისუფლებას”, მაგრამ მათი მოტანილი თავისუფლება ნიშნავს გარყვნილებას, ჩვენი იდენტობის უგულებელყოფას, ყველა იმ ფუნდამენტის უარყოფას რომელმაც აქამდე მოგვიყვანა“.

ყველა მაგალითი იხილეთ ანგარიშში.