სიძულვილით მოტივირებული დანაშაული - 2016-2019 წლების სტატისტიკა ანგარიშში

პუბლიკა

მთავრობის მიერ „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” საერთაშორისო კონვენციის შესრულების თაობაზე მომზადებულ ანგარიშში 2016-დან 2019 წლამდე სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკაა მიმოხილული.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2016 წელს სიძულვილის მოტივის შესწავლა დაიწყო 63 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. აქედან სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 44 პირის მიმართ. ამათგან ბრალდება წარედგინა:

  • სექსუალური ორიენტაციის ნიშნით – 4 პირს;
  • რელიგიური  ნიშნით 16 პირს;
  • სქესის/გენდერის ნიშნის მიხედვით – 3 პირს;
  • ეროვნული ნიშნით – 4 პირს;
  • რასობრივი დისკრიმინაციის ნიშნით – 14 პირს;
  • 3 პირის ბრალდების საქმეში სიძულვილის მოტივი არ გამოიკვეთა;

2017 წელს სიძულვილის მოტივთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობდა 86 სისხლის სამართლის საქმეზე. სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 44 პირის მიმართ. ამათგან ბრალდება წარედგინა

  • სექსუალური ორიენტაციის ნიშნით – 4 პირს;
  • გენდერული იდენტობის ნიშნით – 4 პირს;
  • რელიგიური ნიშნით – 2 პირს;
  • სქესის/გენდერის ნიშნით – 25 პირს;
  • 9 პირის ბრალდების საქმეში (სავარაუდო ნიშანი გენდერული იდენტობა – 6 პირი, სექსუალური ორიენტაცია – 1 პირი, რელიგიური ნიშანი – 2 პირი) გამოძიების შედეგად სიძულვილის ნიშანი არ გამოიკვეთა.

2018 წელს სიძულვილის მოტივის შესწავლა მიმდინარეობდა 210 სისხლის სამართლის საქმეზე. ამათგან, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 151 პირის მიმართ. ამათგან ბრალდება წარედგინა:

  • სექსუალური ორიენტაციის ნიშნით – 15 პირს;
  • გენდერული იდენტობის ნიშნით – 12 პირს;
  • ეთნიკური ნიშნით – 1 პირს;
  • რასის ნიშნით – 1 პირს;
  • ეროვნული ნიშნით- 3 პირს;
  • რელიგიის ნიშნით – 2 პირს;
  • გენდერის/სქესის ნიშნით- 111 პირს;
  • პოლიტიკური შეხედულების ნიშნით – 3 პირს;
  • შშმ პირის ნიშნით – 2 პირს;
  • სხვა ნიშნით – 1 პირს;

2019 წელს სიძულვილის მოტივის შესწავლა მიმდინარეობდა 272 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. ამათგან, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 183 პირის მიმართ. ამათგან, ბრალდება წარედგინა:

  • სექსუალური ორიენტაციის ნიშნით – 19 პირს;
  • გენდერული იდენტობის ნიშნით – 12 პირს;
  • რასის ნიშნით – 4 პირს;
  • რასის და ეთნიკური ნიშნით – 4 პირს;
  • ეროვნული ნიშნით – 4 პირს;
  • რელიგიის ნიშნით – 13  პირს;
  • გენდერის/სქესის ნიშნით – 119 პირს;
  • რელიგიისა და გენდერის ნიშნით – 1 პირს;
  • შშმ ნიშნით – 3 პირს;
  • სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით – 1 პირს;
  • პოლიტიკური შეხედულებების ნიშნით – 1 პირს;
  • სხვა ნიშნით – 2 პირს;