სილიკონის ველზე მცხოვრები ქართველები: უნიკალური მომენტია, გავთავისუფლდეთ რუსეთის გავლენისგან

პუბლიკა

კალიფორნიის სილიკონის ველზე მცხოვრები ქართველები პარლამენტს მოუწოდებენ, გაიწვიოს რუსული კანონი და გაითვალისწინოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების შენიშვნები საქართველოს სწრაფი ინტეგრაციისთვის ევროატლანიკურ ოჯახში, ისე, როგორც გაწერილია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არის საქართველოს ისტორიაში უნიკალური მომენტი, როცა საქართველოს შეუძლია გათავისუფლდეს რუსეთის გავლენისგან და შეუერთდეს დასავლური ტიპის დემოკრატიაზე დამყარებული ქვეყნების დიდ ოჯახს. ხელმომწერები აცხადებენ, რომ „ასეთი შესაძლებლობის დაკარგვას მომავალი თაობები არ გვაპატიებენ”.

განცხადებას ხელს სილიკონის ველზე მცხოვრები 130 ქართველი აწერს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„კალიფორნიის სილიკონის ველზე მცხოვრები ქართველები მუდმივად ვცდილობთ არ დავკარგოთ კავშირი საქართველოსთან, ჩავერთოთ საგანმანათლებლო თუ ტექნოლოგიურ პროექტებში, დავეხმაროთ ჩვენს თანამემამულეებს უკეთესი სახელმწიფოს შენებაში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს დასავლური ტრაექტორია და მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც საქართველოს გადაახვევინებს ევრო-ატლანტიკური გზიდან და გაგვაწყვეტინებს კავშირს მსოფლიოს ტექნოლოგიურ და აკადემიურ ცენტრებთან.

ჯერ კიდევ 2023 წლის მარტში, ჩვენ შეშფოთებით ვაკვირდებოდით საქართველოში ე.წ. „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებულ მოვლენებს. ათიათასობით მოქალაქე, უპირატესად ახალგაზრდობა, მშვიდობიანად , მაგრამ კატეგორიულად აპროტესტებდა ამ კანონპროექტს.

პროტესტის მამოძრავებელი მუხტი იყო საქართველოს მოსახლეობის კონსტიტუციურად დეკლარირებული სწრაფვა გააგრძელოს  სავალდებულო რეფორმები, რომლებიც დაგვირგვინდება საქართველოს ინტეგრაციით  ევროკავშირსა და ჩრდილოეთ ატლანტიკის ხელშეკრულების ორგანიზაციაში.

ჩვენთვის სასიხარულო გახდა, რომ 2023 წლის პროტესტების საპასუხოდ საპარლამენტო უმრავლესობამ გადახედა საკუთარ პოზიციას, გაითვალისწინა ხალხის ნება და გაიწვია კანონპროექტი. ამავდროულად, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან გაჟღერდა დაპირება, რომ ეს კანონპროექტი დღის წესრიგში აღარ დადგებოდა.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სავსებით გამართლებულია ქართველი ხალხის აღშფოთება და მასიური პროტესტი აღნიშნული კანონის დღის წესრიგში კვლავ შემოტანის გამო. მეტიც, 2024 წლის ვერსია შარშანდელთან შედარებით „გამკაცრებულია“ და ვრცელდება არა მარტო იურიდიულ, არამედ კერძო პირებზეც.

სამართლის ექსპერტები ერთხმად აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონი ემყარება რუსეთის ფედერაციაში 2012 წელს მიღებულ ანალოგიურ კანონს. ცნობილია, რომ რუსეთის ფედერაციაში ამ კანონის მიღებით და შემდგომი გამკაცრებით კიდევ უფრო გაძლიერდა პუტინის ავტოკრატიული რეჟიმი.

ამ პოზიციას იზიარებენ ევროპარლამენტარები და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებიც  ერთხმად აღნიშნავენ, რომ  ე.წ. “უცხოური გავლენის“ შესახებ კანონი ემსახურება კრიტიკული ხმების ჩახშობას და მიზნად ისახავს საქართველოს მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს მოსახლეობამ არაერთხელ განაცხადა, რომ მისი არჩევანი არის დასავლური ტიპის დემოკრატიული საზოგადოებად ჩამოყალიბება. ამ ურთულეს გზაზე ჩვენი მეგობარი ქვეყნების და სტრატეგიული პარტნიორების ურყევი მხარდაჭერით საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, რაც საბოლოოდ აისახა  საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაში. ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელია, აშშ-სა  და ევროკავშირის ლიდერების განცხადებები ზემოაღნიშნული კანონის მიერ საქართველოს დასავლური ტრაექტორიის რისკის ქვეშ დაყენებისა და მისი  სამომავლო „ბელორუსიზაციის” შესახებ.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ამჟამად მიმდინარე მასიური სამოქალაქო პროტესტის ფონზე, 2024 წლის 15 მაისს, კონგრესმენ ჯო ვილსონის მიერ ინიცირებულ იქნა კანონპროექტი „MEGOBARI“, რომელიც მოუწოდებს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს გაიწვიოს მიღებული კანონი, შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული ქმედებები და საპასუხოდ გვთავაზობს საქართველოსთვის სავაჭრო და სამხედრო დახმარების პაკეტს და ვიზალიბერალიზაციის შესაძლებლობას.

ეს არის საქართველოს ისტორიაში უნიკალური მომენტი, როცა შეგვიძლია გავთავისუფლდეთ რუსეთის გავლენისგან და შევუერთდეთ დასავლური ტიპის დემოკრატიაზე დამყარებული ქვეყნების დიდ ოჯახს. ასეთი შესაძლებლობის დაკარგვას მომავალი თაობები არ გვაპატიებენ.

Მოგიწოდებთ, შეწყდეს მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა და განსხვავებული აზრის გამო მოქალაქეების დაშინება და დევნა.

აქვე მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, სასწრაფოდ გაიწვიოს კანონპროექტი და გაითვალისწინოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების შენიშვნები საქართველოს სწრაფი ინტეგრაციისთვის ევროატლანიკურ ოჯახში, ისე, როგორც გაწერილია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში”, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერები: 

  1. ირაკლი მიქიაშვილი
  2. ალდონა კეკელია
  3. ირაკლი კეკელია
  4. ალექსანდრე ხოფერია
  5. სერგო ადამიანი
  6. ანა ჯიჯიეშვილი
  7. ირაკლი სანდოძე
  8. ლაშა ლაკირბაია
  9. ალექსანდრე რაზმაძე
  10. ზურაბ კუცია
  11. ანა ხაჭიპერაძე
  12. გიორგი ჩუბინიძე
  13. მერი კავთელიშვილი
  14. თეონა კაკაბაძე
  15. ვლადიმერ ცუცხვაშვილი
  16. ნანა გოგიბერიძე
  17. სოფო ბარათაშვილი
  18. ნინო გულორდავა
  19. გიორგი კობიაშვილი
  20. ირაკლი სარავა
  21. ლილი ნათენაძე
  22. თამარ მახარაშვილი
  23. ნინო ღვანიძე
  24. დიმიტრი ლაზარაშვილი
  25. ლიკა ფასურიშვილი
  26. ნინო მაღრაძე
  27. გოჩა მაღრაძე
  28. ლევან პეტრიაშვილი
  29. ქეთევან დემეტრაძე
  30. დავით კოზაევი
  31. გიორგი ცინცაძე
  32. ელეონორა ჩალაძე
  33. მორის ხარაზიშვილი
  34. ქეთევან თორია
  35. დავით კარაპეტიანი
  36. George Kibilov
  37. ლიანა ნიცეცკაია
  38. თეა ბერაძე
  39. ნინო ქარელიშვილი
  40. ნინო ქალდანი
  41. გიორგი წიკლაური
  42. მიხეილ წიკლაური
  43. რუსუდან ძიძიგური
  44. ავთანდილ გრიგოლია
  45. დავით მანაგაძე
  46. ნანა დიხამინჯია
  47. ქეთევან სტურუა
  48. ბესარიონ ჩიხრაძე
  49. ქეთევან ნამორაძე
  50. მარიამი ჩიქოვანი
  51. ლელა მანაგაძე
  52. ლაშა კვანტალიანი
  53. დავით რეხვიაშვილი
  54. სანდრო რეხვიაშვილი
  55. ია დვალიშვილი
  56. ლია რეხვიაშვილი
  57. ლალი ჩუბინიძე
  58. თამაზი ნათენაძე
  59. ცირა ლაშქარავა
  60. ნელი ხარაზიშვილი
  61. თამარი თვალავაძე
  62. გიორგი ჩიქოვანი
  63. კონსტანტინე მუშეგიანი
  64. ხატია მანია
  65. ვახტანგ მანია
  66. ლაურა ვეკუა
  67. გიორგი ლურსმანაშვილი
  68. გივი მანგოშვილი
  69. ლიანა მანგოშვილი
  70. ნიკა ლურსმანაშვილი
  71. თამარ მანგოშვილი
  72. გივი ინაძე
  73. ლეილა ვეკუა
  74. იოსებ კურტანიძე
  75. ცოტნე ჩიტიაშვილი
  76. დავით ინაშვილი
  77. ინგა ნემსაძე
  78. ანა მაჩაიძე
  79. თამარ კალანდარიშვილი
  80. მარინა გვახარია
  81. მაკა გიგაური
  82. ლინა მოსაშვილი
  83. მანანა ხოსრუაშვილი
  84. თეიმურაზ ბანძავა
  85. მედეა ცინცაძე
  86. ქეთი ბანძავა
  87. სანდრო ირემაძე
  88. ნანა მაისურაძე
  89. იოსებ ირემაძე
  90. ნიკა ირემაძე
  91. ირმა ქირია
  92. ზაალ ღვანიძე
  93. ვერიკო რეხვიაშვილი
  94. დავით ფასურიშვილი
  95. გიორგი ირემაძე
  96. დიანა გოგიჩაშვილი
  97. კობა ლაზარაშვილი
  98. ნაირა კიკვიძე
  99. გიორგი კიკვიძე
  100. ნატო კაპანაძე
  101. ავთანდილ კარტოზია
  102. მანანა კოჩაშვილი
  103. მამუკა ხაჩიძე
  104. თინათინ გეგია
  105. ბაქარ ხახნელიძე
  106. მანანა სხილაძე
  107. გიორგი მაღლაკელიძე
  108. ზურაბ კიღურაძე
  109. მაია კრაწაშვილი
  110. ელენე მაჩაიძე
  111. დავით თვალჭრელიძე
  112. ანა ფაიქიძე
  113. ზვიად ქარდავა
  114. თორნიკე ლაზარია
  115. ლეილა თიფურია
  116. ნინო გიორგაძე
  117. გიორგი ახალაია
  118. გიორგი აფციაური
  119. ლევან ღვამიჩავა
  120. ლანა ღვამიჩავა
  121. ელენე კალანდაძე
  122. დავით ნოზაძე
  123. კახაბერი სანდოძე
  124. მამუკა გრიგოლია
  125. გიორგი გელაშვილი
  126. მადლენა შონია
  127. გურამ ბანცაძე
  128. ზაზა კორინთელი
  129. ნატა კობახიძე
  130. გიორგი სამსონიძე