სიმონიანი პუტინს: მადლობა, რომ 2008-ში ჭკუასუსტ კაციჭამიას არ მიეცით უფლება შეეჭამა ოსეთი და აფხაზეთი

პუბლიკა

რუსული პროპაგანდისტული ტელეკომპანიის, Russia Today-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონიაზე სიმონიანიანი სიტყვით გამოვიდა და პუტინს მიმართა. მან მადლობა გადაუხადა პუტინს „კაციჭამიების ჩაძაღლებისთის“.

„მადლობა კაციჭამიების ჩაძაღლებისთვის. 20 წელზე მეტი ხნის წინ დაგვპირდით, გახსოვთ ალბათ თქვენი დაუვიწყარი ფრაზა „ჩაძაღლება“. 20 წლის წინ არ მიეცით უფლება, თქვენგან გამოეგლიჯათ ჩვენი კავკასია… მადლობა, რომ 2008-ში ჭკუასუსტ კაციჭამიას არ მიეცით უფლება შეეჭამა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. მადლობა, რომ რამდენიმე წლის წინ შეწყვიტეთ ხოცვა-ჟლეტა ყარაბაღში. მადლობა, რომ ტკივილით, სისხლით, მაგრამ ამ კანიბალების სისხლიანი პირიდან გლეჯთ ჩვენს ხალხს. დაგეხმარებით ამაში, ჩავაძაღლებთ კაციჭამიებს, რამდენადაც თქვენ მოითხოვთ ჩვენგან”, – მიმართა მან პუტინს.

რამდნეიმე დღის წინ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ასად ახმად ხანმა 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომის საქმის გამოძიება დასრულებულად გამოაცხადა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ომში ქართული მხარის პასუხისმგებლობა არ გამოვლენილა.