სიმონიანი: საქართველო გასაოცრად ადეკვატურად იქცევა

პუბლიკა

რუსი პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი საქართველოს ხელისუფლებას აქებს.

სიმონიანმა  საკუთარ ტელეგრამზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადება გააზიარა წარწერით: „საქართველო გასაოცრად ადეკვატურად იქცევა“. 

სიმონიანი მდინარაძეს უწონებს რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ ოპოზიციის წინადადებაზე პასუხს – „ჩვენ გიჟები არ ვართ“.

სიმონიანი წერს, რომ საქართველოს მსგავსად უნდა იქცეოდეს სომხეთიც.