რა ხდება, როცა სინათლე ქრება? – ამ კითხვით დაიწყო დამოუკიდებელი ონლაინ მედიების კამპანია, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა.
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება. სწორედ ამ რეალური საფრთხის საჩვენებლად, 22 მედიის ვებგვერდი დროებით გაითიშა. სიმბოლური გათიშვა წინ უძღოდა კამპანიას „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“.
ამ მიზნით შეიქმნა ერთიანი პლატფორმა, საიდანაც შესაძლებელია 22 მედიის მხარდაჭერა ერთ ანგარიშზე ჩარიცხვით.
რა ხდება, როცა სინათლე ქრება? – როცა თავისუფალი ხმა წყდება და საზოგადოება მიუკერძოებელ ინფორმაციას ვეღარ იღებს, სინათლესთან ჩაქრობასთან ერთად ქრება სიმართლეც. კამპანიის მიზანია, მკითხველს დაანახოს:
- დამოუკიდებელი ონლაინმედიების ერთობა,
- რეპრესიების ფონზე მათი გაქრობის რეალური საფრთხე
- და მკითხველის როლი სინათლის შენარჩუნებაში.
კამპანიის ოფიციალური ვებგვერდია: https://sinatle.media/
ანგარიშის ნომრები:
GE76TB7548536080100013
GE06BG0000000609779465
კამპანიაში ჩართულნი არიან ონლაინმედიები:
- ბათუმელები
- ნეტგაზეთი
- პუბლიკა
- ინდიგო
- ქართლის ამბები
- გურია ნიუსი
- სამხრეთის კარიბჭე
- Chai Khana
- Info imereti
- სტუდია მონიტორი
- ქუთაისიპოსტი
- OC Media
- რადიო მარნეული
- აჭარათაიმსი
- აი, ფაქტი
- პროექტი 64
- მედიაჩეკერი
- ჩემი ხარაგაული
- აპრილი
- გურიის მოამბე
- TOK2Region
- Jnews.ge