სინოდის ყოფილი წევრის, ქრისტეფორე წამალაიძის შვილი გარდაცვლილი იპოვეს

პუბლიკა

მარგვეთის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრის, სინოდის ყოფილი წევრის, ქრისტეფორე წამალაიძის შვილი,  ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია  „პუბლიკას“ შსს-ში დაუდასტურეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ქრისტეფორე წამალაიძე 1980 წელს ქორეპისკოპოსად დაინიშნა.  მრევლის საჩივრის გამო, სინოდმა მისი საკითხი 1995 წელს განიხილა და რამდენიმე წლის შემდეგ – 2000 წელს მღვდელმსახურების უფლება საერთოდ შეუჩერა.

სინოდის ბოლო სხდომის შემდეგ ის მედიასთან გამოჩნდა და განაცხადა, რომ საჭიროა საერთო საეკლესიო კრების მოწვევა, რომელზეც ყველაფერი გაირჩეოდა. როგორც ის ამბობდა, სჯულის კანონში წერია, რომ წელიწადში 2-ჯერ უნდა ხვდებოდნენ საეკლესიო თუ საერო პირები და უნდა ხდებოდეს გარჩევა.