სინოდმა გადაწყვიტა, მამალაძეს პრეზიდენტთან უშუამდგომლოს – პეტრე ცაავა

პუბლიკა

სინოდის სხდომიდან გამოსულმა პეტრე ცაავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, გიორგი მამალაძეს უშუამდგომლოს პრეზიდენტთან.

ცაავამ ასევე განაცხადა, რომ სინოდმა ის მღვდელმთავრობიდან გადააყენა. პეტრე ცაავა გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს და მიზეზად „საქართველოს ეკლესიაში მამათმავლობისა და პიდარასტიის მხილებას“ ასახელებს. მისივე თქმით, სინოდის თავმჯდომარის, პატრიარქის გადაწყვეტილება უპრეცედენტოა.

„პუბლიკა“ ემიჯნება სიძულვილის ენას.