„სინოფარმის“ 40 000 დოზა უკვე გამოყენებული ან დაჯავშნილია. 10 000-მდე დოზა სტრატეგიული ჯგუფებისთვისაა - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით,  „სინოფარმის“ ვაქცინის დიდი ნაწილი, დაახლოებით 40 000-მდე დოზა უკვე გამოყენებული ან დაჯავშნილია, 10 000 დოზა კი სტრატეგიულ ჯგუფებს მოხმარდება.

„სინოფარმის“ დიდი ნაწილი, დაახლოებით 40 000 დოზა არის უკვე გამოყენებული ან დაჯავშნილი. 10 000-მდე დოზა არის დარეზერვებული სტრატეგიული ჯგუფებისთვის, როგორიც გახლავთ პოლიცია და პენიტენციური სისტემა. უდიდესი ნაწილი მოხმარდება ამ სტრატეგიულ ჯგუფებს, ასევე დაიწყება ვაქცინაცია მედიისთვის და ტურიზმის სექტორისთვის“, – განაცხადა გაბუნიამ.

ქვეყანამ „სინოფარმის“ 100 ათასი დოზა შეისყიდა. სრულად ვაქცინაციისთვის საჭიროა ორი დოზის 21-28 დღიანი შუალედით მიღება.

მისივე თქმით, „ასტრაზენეკას“ მარაგი 43 000 დოზა დამატებით შემოვიდა და, სავარაუდოდ, 8-10 000 თავისუფალი ჯავშანის გაკეთებაა შესაძლებელი. გარდა ამისა, არის მოლოდინი, რომ მალევე დაემატება „ასტრაზენეკას“ დოზები „კოვაქსის“ პლატფორმიდან.