საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავს.
„ჩვენი გზავნილი #გადაიყვანეთ მიემართება „ქართულ ოცნებას“. მათ შეუძლიათ, მიიღონ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება და გადაარჩინონ ადამიანის სიცოცხლე და ქვეყნის ბედი. ამ ორი რაღაცით ქართული თვეზე მეტია, თამაშობს, მანიპულირებს და ვხედავთ, რომ ყველა კარი დასავლელ პარტნიორებთან ამის გამო ჩაგვეკეტება.
ერთადერთი, რაც შეგვიძლია, ყოველ დღე შევუქმნათ „ოცნებას“ დისკომფორტი. არ შევეგუებით ადამიანის მკვლელობას პირდაპირ ეთერში“, – განაცხადა აქტივისტმა ნოდარ რუხაძემ.