თბილისის საქალაქო სასამართლომ „სირცხვილიას“ აქტივისტები სამართალდამრღვევებად ცნო და ჯარიმა დააკისრა. როგორც მოძრაობა facebook-გვერდზე წერს, მოსამრთლე მანუჩარ ცაცუას გადაწყვეტილებით, აქტივისტებს ჯარიმები ამ ოდენობით დაეკისრათ:
- ზუკა ბერძენიშვილი – 3 800 ლარი;
- გიორგი მჟავანაძე – 2 800 ლარი;
- გური გოლიაძე – 2 800 ლარი;
- ნოდარ რუხაძე – 2 800 ლარი;
- ალექსანდრე სამხარაძე – 2 600 ლარი;
- გიგა მაქარაშვილი – 1000 ლარი.
აქტივისტები 7 მარტს მთავრობის კანცელარიასთან დააკავეს. მათ პოლიცია 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.