7 მარტს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციაზე დაკავებული „მთავარი არხის“ წამყვანი, ბაჩი ვალიშვილი სასამართლომ 3000 ლარით დააჯარიმა.
7 მარტს აქციის „არა რუსეთს“ მონაწილეები მთავრობის კანცელარიასთან დააკავეს
მოძრაობა „სირცხვილიას“ ცნობით, დაკავებულთა შორის იყვნენ:
- გიორგი მჟავანაძე
- ნოდარ რუხაძე
- გიგა მაქარაშვილი
- ზუკა ბერძენიშვილი
- ლექსო სამხარაძე
- ვალერი სამხარაძე
- სანდრო სიმონოვი
- ბაჩი ვალიშვილი
- გური გოლიაძე
„სირცხვილიას“ ცნობით, აქციის მონაწილეები 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.