„სირცხვილიას“ აქტივისტი მარიამ დოლიძე აქციაზე დაშავდა და ხვალ ოპერაციას გაუკეთებენ - მარიამ გეგუჩაძე

პუბლიკა

„სირცხვილიას“ აქტივისტების ცნობით, მარიამ დოლიძე აქციაზე დაშავდა.

მათი ცნობით, დოლიძეს აქვს იდაყვის მოტეხილობა და სჭირდება ოპერაცია, რომელიც ხვალ გაუკეთდება.

„მარიამ დოლიძეს აქვს იდაყვის მოტეხილობა. დილით გავუკეთებთ ოპერაციასო. ფეხზე აქვს დაჟეჟილობა. გადაუარეს სპეცრაზმელებმა. ვართ საავადმყოფოში. ტელეფონი დაკარგა და ვერ გპასუხობთ“, – წერს მარიამ გეგუჩაძე.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმელები მოქალაქეებს და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.