სირია მზადაა აღიაროს დონეცკი და ლუჰანსკი, როგორც აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - დუმის დეპუტატი

პუბლიკა

რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრის დმიტრი საბლინის თქმით, სირია მზადაა აღიაროს დონეცკისა და ლუჰანსკის „რესპუბლიკები“. საბლინის კომენტარს რუსული მედია ავრცელებს.

„დონბასში არსებული სიტუაციის შესახებ სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ასადს ვესაუბრე. მან თქვა, რომ სირია მზადაა აღიაროს ისინი, როგორც აღიარა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი“, – ციტირებს საბლინის სიტყვებს რუსული მედია.

ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა, რომ უკრაინის ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიაროს. ამასთან ერთად, მისი თქმით, გაფორმდება რუსეთსა და ახალ რესპუბლიკებს შორის ურთიერთდახმარების ხელშეკრულება, უკრაინას კი მოუწოდა, შეწყვიტოს „სისხლისღვრა“ დონბასში. ამის შესახებ მან რუსი ხალხისადმი სპეციალური მიმართვისას განაცხადა.