სირიაში ასადის ძალების საჰაერო თავდასხმას მინიმუმ 22 თურქი სამხედრო ემსხვერპლა

პუბლიკა

სირიაში, იდლიბის რეგიონში თურქულ პოზიციებზე სირიის სამთავრობო ძალების საჰაერო თავდასხმას მინიმუმ 22 თურქი სამხედრო ემსხვერპლა. Reuters-ის ცნობით, ინფორმაციას სირიის მოსაზღვრე ჰათაის პროვინციის გუბერნატორი რაჰმი დოღანი ავრცელებს.

თურქული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საგანგებოდ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, იდლიბში არსებულ სიტუაციაზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტელეფონით ესაუბრა  NATO-ს გენერალურ მდივანს.

სირიის ჩრდილო-დასავლეთით იდლიბის რეგიონზე კონტროლის აღსადგენად სირიის სამთავრობო ძალები რუსეთის სამხედრო მხარდაჭერით იბრძვიან, ხოლო თურქეთი, თავის მხრივ, პროთურქულ ჯგუფებს უჭერს მხარს., იდლიბში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში ეს თურქ ჯარისკაცთა პირველი მსხვერპლი არ არის, თუმცა ასეთი მასირებული შეტევა უშუალოდ თურქ სამხედროებზე პირველად მოხდა.