აქტივისტი ნინო დათაშვილი წერს, რომ დაურეკეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტიდან და დაიბარეს სისხლის სამართლის საქმეზე, 222-ე 225-ე 226-ე მუხლებით.
პუბლიკა ესაუბრა ნინო დათაშვილს. იგი ვარაუდობს რომ მას მოწმის სახით გამოკითხვაზე იბარებენ, და პოლიციაში მისვლას არ აპირებს. იგი მხოლოდ მოსამართლის წინაშე გამოკითვაზე დათანხმდება, რის საშუალებასაც კანონმდებლობა იძლევა.
222-ე მუხლი ეხება სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირებას, 225-ე
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას. 226-ე კი ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა.
ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები ნაწილი, ჯარიმას, ნაწილი, 3-იდან 5 წლამდე, ნაწილი კი 9 წლამდე პატიმრობასაც ითვალისწინებს.