სისუსტის გამო, დიდი ალბათობით, ვერ დავესწრები ხვალინდელ პროცესს - სააკაშვილი

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ხვალ მის სასამართლო პროცესს სისუსტის გამო, დიდი ალბათობით, ვერ დაესწრება. საქართველოს მესამე პრეზიდენტის წერილი ჟურნალისტებს დედამისმა გიული ალასანიამ გორის ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ გადასცა.

„ძვირფასო ჟურნალისტებო გორის ჰოსპიტალთან, დიდი მადლობა თავდადებისთვის და ამ სიცივეში დგომისთვის. გორი უფრო ცივია, ვიდრე თბილისი.

გატყობინებთ, რომ ხვალ, სისუსტის გამო, დიდი ალბათობით, ვერ დავესწრები სასამართლო პროცესს (ძალიან ადრე რომ არ ადგეთ). იმედია, პრესცენტრი ნორმალურად ამუშავდა“, – წერს სააკაშვილი.

9 დეკემბერს სასამართლო მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს განიხილავს. სააკაშვილის წინააღმდეგ ამ საქმეზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი წინასაარჩევნოდ უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა.